კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,04 პროცენტს შეადგენს

10:53, 16.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,04 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,77 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 442 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი