კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.5 პროცენტს შეადგენს

10:46, 15.02.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.5%-ს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,79%, ხოლო ბოლო 14 დღის – 3%.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.

მსგავსი