კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,89 პროცენტს შეადგენს

10:57, 26.03.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,89 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,43 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,6 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი, ექვსი კი გარდაიცვალა.

მსგავსი