კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,85 პროცენტს შეადგენს

10:45, 03.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,85 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,81 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი, ექვსი კი გარდაიცვალა.

მსგავსი