კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,82 პროცენტს შეადგენს

10:48, 23.03.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,82 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,61 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

მსგავსი