კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,77 პროცენტს შეადგენს

10:46, 27.03.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,77 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,62 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი