კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,64 პროცენტს შეადგენს

10:57, 01.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,64 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,74 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.

მსგავსი