კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს

​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,8 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,6.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.