კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,15 პროცენტს შეადგენს

11:17, 29.08.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,15 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,58 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,49 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 669 პირს დაუდასტურდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

მსგავსი