კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,48 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,96 პროცენტს შეადგენს

11:00, 15.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,96 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  7,46 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი, 53 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 14 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 988 შემთხვევა გამოვლინდა, 3 722 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მსგავსი