კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,9 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,97 პროცენტს შეადგენს

10:46, 26.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,97 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,9 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,05 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი, 43 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46 პაციენტი.

მსგავსი