კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,79 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,25 პროცენტს შეადგენს

10:46, 06.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,82 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,55 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 5 240 პირს დაუდასტურდა, 2 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი.

ამასთან, 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 631 პაციენტი, გარდაიცვალა 62.

მსგავსი