კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,77 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,07 პროცენტს შეადგენს

10:47, 18.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,07 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,77 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,47 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი.

გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, გარდაიცვალა 28.

მსგავსი