კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,77 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,01 პროცენტს შეადგენს

10:57, 21.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,77 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,31 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 357 პირს დაუდასტურდა, 5 772 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 20 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 457 პაციენტი, გარდაიცვალა 70.

მსგავსი