კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,66 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,99 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,66 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,45 პროცენტი.
ამასთან, 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი, გარდაიცვალა 53.