კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,38 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,95 პროცენტს შეადგენს

10:51, 30.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,95 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,38 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,96 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა. 

გუშინ, 29 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 954 შემთხვევა გამოვლინდა, 4 477 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  47 კი გარდაიცვალა.

მსგავსი