კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,33 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,11 პროცენტს შეადგენს

10:50, 17.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,11 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,33 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,77 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 732 პირს დაუდასტურდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 16 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა, 4 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი გარდაიცვალა.

მსგავსი