კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,16 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,84 პროცენტს შეადგენს

10:49, 14.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,84 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,16 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,14 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 567 პირს დაუდასტურდა, 1 661 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 13 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 326 შემთხვევა გამოვლინდა, 3 044 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

მსგავსი