კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,13 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,26 პროცენტს შეადგენს

10:49, 04.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,26 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,13 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,67 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 590 პირს დაუდასტურდა, 1 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი, გარდაიცვალა 37.

მსგავსი