კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,02 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,94 პროცენტს შეადგენს

11:03, 28.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,94 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,02 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,98 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი, 74 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 058 შემთხვევა გამოვლინდა, 2 157 pაციენტი გამოჯანმრთელდა, 57კი გარდაიცვალა.

მსგავსი