კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.52 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8.65 პროცენტს შეადგენს

11:13, 08.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8.65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9.52 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7.01 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 622 პირს დაუდასტურდა, 1 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 4 234 შემთხვევა გამოვლინდა, 1 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი