კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.41 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8.17 პროცენტს შეადგენს

11:03, 07.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8.17 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9.41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6.61 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 234 პირს დაუდასტურდა, 1 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 6 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 567 შემთხვევა გამოვლინდა, 2 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

მსგავსი