კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,76 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,13 პროცენტს შეადგენს

10:50, 26.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,06 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი, 74 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 331 შემთხვევა გამოვლინდა, 4 804 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 57კი გარდაიცვალა.

მსგავსი