კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,75 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,06 პროცენტს შეადგენს

10:54, 12.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,75 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,02 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 508 პაციენტი, 77 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 11 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 563 შემთხვევა გამოვლინდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

მსგავსი