კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,69 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,89 პროცენტს შეადგენს

10:52, 28.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,89 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,69 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,97 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი.

გუშინ, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42.

მსგავსი