კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,51 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,84 პროცენტს შეადგენს

10:52, 05.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,84 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,51 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,87 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 590 შემთხვევა გამოვლინდა, 1 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

მსგავსი