კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,5 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,04 პროცენტს შეადგენს

10:46, 25.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,05 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, 46 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

მსგავსი