კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,47 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,62 პროცენტს შეადგენს

10:59, 15.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,62 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,24 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 381 პირს დაუდასტურდა, 1 065 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

მსგავსი