კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,41 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,97 პროცენტს შეადგენს

10:48, 22.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,97 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,25 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“1 851 პირს დაუდასტურდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 21 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 772 პაციენტი, გარდაიცვალა 76.

მსგავსი