კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,34 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,99 პროცენტს შეადგენს

11:01, 19.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,52 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 278 პირს დაუდასტურდა, 4 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 18 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 446 შემთხვევა გამოვლინდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 გარდაიცვალა.

მსგავსი