კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,26 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,82 პროცენტს შეადგენს

11:15, 30.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,82 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,96 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 4 610 პირს დაუდასტურდა, 2 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

გუშინ, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 965 შემთხვევა გამოვლინდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი