კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,26 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,36 პროცენტს შეადგენს

10:50, 10.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,36 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,12 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 490 პირს დაუდასტურდა, 2 056 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 გარდაიცვალა.

გუშინ, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პაციენტი.

მსგავსი