კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,17 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,06 პროცენტს შეადგენს

10:52, 25.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,06 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,17 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,06 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი, 57 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი, გარდაიცვალა 64.

მსგავსი