კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,17 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,87 პროცენტს შეადგენს

10:53, 29.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,97 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,17 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,94 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, 43 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 009 შემთხვევა გამოვლინდა, 5 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი