კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,15 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,42 პროცენტს შეადგენს

10:55, 12.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,42 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,15 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,88 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 922 პირს დაუდასტურდა, 4 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი.

გუშინ, 11 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი, გარდაიცვალა 64.

მსგავსი