კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,92 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,39 პროცენტს შეადგენს

10:49, 03.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,39 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,92 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,75 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 100 პირს დაუდასტურდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 2 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 731 შემთხვევა გამოვლინდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

მსგავსი