კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,67 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,96 პროცენტს შეადგენს

10:51, 08.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,96 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,67 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,31 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 226 პირს დაუდასტურდა,  4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 509 შემთხვევა გამოვლინდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 59 კი გარდაიცვალა.

მსგავსი