კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,49 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,15 პროცენტს შეადგენს

11:05, 14.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,15 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,49 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,64 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 988 პირს დაუდასტურდა, 3 722 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მსგავსი