კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,25 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,33 პროცენტს შეადგენს

11:32, 04.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,25 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,66 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 950 პირს დაუდასტურდა, 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 40 პაციენტი.

გუშინ, 3 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 100 შემთხვევა გამოვლინდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი