კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,22 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,16 პროცენტს შეადგენს

11:16, 08.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,16 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,22 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,7 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 661 პირს დაუდასტურდა, 1 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 228 შემთხვევა გამოვლინდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მსგავსი