კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,18 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,45 პროცენტს შეადგენს

10:48, 13.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,45 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,18 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,8 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 527 პირს დაუდასტურდა, 4 588 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი.

გუშინ, 12 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

მსგავსი