კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,91 პროცენტს შეადგენს

10:50, 09.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,91 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,06 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,22 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 562 პირს დაუდასტურდა, 4 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 226 შემთხვევა გამოვლინდა, 4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

მსგავსი