კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,88 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,13 პროცენტს შეადგენს

10:44, 06.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,13 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,88 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,56 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 63 პაციენტი.

გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

მსგავსი