კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,82 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,74 პროცენტს შეადგენს

11:00, 10.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,74 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,82 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,06 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 454 პირს დაუდასტურდა, 3 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

გუშინ, 9 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 562 შემთხვევა გამოვლინდა, 4 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

მსგავსი