კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,65 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,24 პროცენტს შეადგენს

10:50, 21.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,24 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,65 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,71 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 282 პირს დაუდასტურდა, 3 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 20 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 296 შემთხვევა გამოვლინდა, 4 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი