კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,49 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,48 პროცენტს შეადგენს

11:31, 19.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,48 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,49 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,96 პროცენტი.

დღეს საქართველოში „კოვიდ-19“ 2 195 პირს დაუდასტურდა, 4 319 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

გუშინ, 18 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 784 შემთხვევა გამოვლინდა, 2 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

მსგავსი