კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,26 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,02 პროცენტს შეადგენს

10:48, 28.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,02 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  5,74 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 676 პირს დაუდასტურდა, 2 966 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 27 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევა გამოვლინდა, 3 193 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 71 კი გარდაიცვალა.

მსგავსი