კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,21 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,76 პროცენტს შეადგენს

10:52, 17.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,76 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,21 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,26 პროცენტი.

დღეს საქართველოში „კოვიდ-19“ 2 979 პირს დაუდასტურდა, 3 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

გუშინ, 16 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 123 შემთხვევა გამოვლინდა, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

მსგავსი