კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,14 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,58 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,58 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,14 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,55 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 2 103 პირს დაუდასტურდა, 1 553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 31 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 251 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.