კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,11 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,53 პროცენტს შეადგენს

10:50, 11.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,53 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,93 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 542 პირს დაუდასტურდა, 2 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 64 პაციენტი.

გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 454 შემთხვევა გამოვლინდა, 3 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მსგავსი